ძირითადი აქტივობები ახალგაზრდულ სფეროში

ინფორმაცია ერასმუსის + პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ახალგაზრდულ სფეროში, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციისათვის.

ძირითადი აქტივობა 1: მობილობა

ახალგაზრდული გაცვლის ფარგლებში ახალგაზრდების ჯგუფი, სულ მცირე 2 ქვეყნიდან, ერთად ცხოვრობს არაუმეტეს 21 დღისა. ახალგაზრდული გაცვლის დროს, მონაწილეები, ჯგუფის ლიდერების მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ სამუშაო პროგრამას. ახალგაზრდული გაცვლა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს: შეიმუშავონ კომპეტენციები; კარგად გაიაზრონ სოციალურად მნიშვნელოვანი თემები; გაეცნონ ახალ კულტურას, ჩვევებსა და ცხოვრების წესს, ურთიერთ სწავლების გზით; შეიმუშავონ ისეთი ღირებულებები,, როგორიცაა სოლიდარობა, დემოკრატია, მეგობრობა და ა.შ. ახალგაზრდული გაცვლების სწავლის პროცესში გამოიყენება არაფორმალური განათლების მეთოდები.

ახალგაზრდულ მუშაკთა მობილობა ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ განვითარებას, ისეთი აქტივობების განხორციელებით, როგორიცაა: ტრანსნაციონალური/ინტერნაციონალური სემინარები, ტრენინგ კურსები, კონტაქტების დამყარების სემინარები, სასწავლო ვიზიტები ან სტაჟირება/დაკვირვების პერიოდი ახალგაზრდულ სფეროში აქტიურად მოღვაწე ორგანიზაციაში. ყველა ეს აქტივობა დაგეგმილია ორგანიზაციების მიერ, რომელებიც ჩართულები არიან პროექტში. ასეთ ღონისძიებებში ,ახალგაზრდული მუშაკების, მონაწილეობა ხელს უწყობს მათი ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარებას და პირდაპირ გავლენას ახდენს ახალგაზრდულ მუშაკთა ყოველდღიურ საქმიანობაზე. ტრენინგის შედეგები აუცილებლად უნდა გავრცელდეს ახალგაზრდებთან მუშაობის სფეროში.

ძირითადი აქტივობა 2: თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა

სტრატეგიული პარტნირობა ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად მოღვაწე ორგანიზაციებს, ასევე საწარმოებს, საჯარო ხელისუფლებას, სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში მოღვაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სთავაზობს თანამშრომლობას ინოვაციური პრაქტიკების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სწავლებას, ტრენინგებსა და ახალჰგაზრდულ საქმიანობას, ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციასა და ინოვაციებს საზოგადოებაში.

ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობაზე. ეს აქტივობა ხელს უწყობს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდულ სფეროში, ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესობას, მოხალისეობასა და არაფორმალური განათლების, ასევე აძლიერებს სინერგიას სხვა საგანმანათლებლო სისტემებთან, საზოგადოებასა და შრომის ბაზართან. ეს პროექტები მხარს უჭერენ რეგიონალურ დონეზე არაფორმალური განათლების პროგრამებისა და სქემის შემუშავებას, ტესტირებასა და დაწყებას, რაც ხელს უწყობს ტრანსნაციონალური არაფორმალური სწავლების მობილობას, განსაკუთრებით ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიში, რათა მოხდეს მონაწილეთა კომპეტენციის გაუმჯობესება და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

ძირითადი აქტივობა 3 : პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა

სტრუქტურული დიალოგი: შეხვედრები ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას დემოკრატიულ ცხოვრებაში, სტუქტურული დიალოგისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გათვალისწინებით დადგენილ პრიორიტეტებსა და თემებზე ორიენტირებული საკითხების განხილვას. ტერმინი სტრუქტურული დიალოგი გამოიყენება ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმელებს შორის დისკუსიის აღსანიშნად, რომელიც უკეთესი პოლიტიკის შესაქმნელად იმართება. დისკუსია პრიორიტეტულ თემებზე და კონკრეტულ ვადებზეა დაფუძნებული. დიალოგი განიხილავს იმ საქმიანობას, რომელშიც ახალგაზრდები ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებულ საკითხებს პოლიტიკოსებთან, ახალგაზრდულ ექსპერტებსა და ახალგაზრდული სფეროში მოღვაწე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან განიხილავენ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ერამსუს+ პროგრამის გზამკვლევში.

back to top