რა არის ერასმუს+ პროგრამა?

ერასმუს+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდებისა და სპორტის სფეროში, რომელიც მოქმედებს 2014 წლიდან 2020 წლამდე.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ერასმუს+ ახალგაზრდულ სფეროში არსებობს შემდეგ მიმართულებები:

  • ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკების მობილობა (ძირითადი აქტივობა 1-ის ფარგლებში) მხარს უჭერს ახალგაზრდულ გაცვლებს, ტრენინგებსა და სემინარებს ახალგაზრდებისთვის;
  • სტრატეგიული პარტნიორობა( ძირითადი აქტივობა 2- ის ფარგლებში), რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას, გადაცემას ან / და განხორციელებას, ასევე ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას, ურთიერთსწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას ევროპის დონეზე;
  • ახალგაზრდული შესაძლებლობების განვითარების პროექტები (ძირითადი აქტივობა 2- ის ფარგლებში), რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს სტაჟირებასა და პარტნიორობას სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის;
  • ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვა სტრუქტურულ დიალოგში (ძირითადი ხაზი №3 ფარგლებში). მათი მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებში, კონფერენციებსა და ღონისძიებებში, ხელს უწყობს დიალოგს ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის.

რა არის აქტივობის მიზნები?

  • ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკების, ძირითადი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების გაზრდა. ასევე, აქტიური მოქალაქეობის, კულტურათშორისი დიალოგის, სოციალურ ინკლუზიის, სოლიდარობისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა ევროპასა და შრომის ბაზარზე,
  • ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და / ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით;
  • ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკურ რეფორმებში დამატებების შეტანა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა არსებული რეალობის საფუძველზე, ასევე არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების აღიარება;
  • ახალგაზრდული საქმიანობის საერთაშორისო განზომილების გაძლიერება.

დეტელური ინფორმაცია თითოეულ აქტივობაზე, ასევე პრაქტიკული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ერასმუს+ პროგრამის გზამკვლევში.

  • ძირითადი აქტივობები ახალგაზრდულ სფეროში

    ინფორმაცია ერასმუსის + პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ახალგაზრდულ სფეროში, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციისათვის.

back to top