მოხალისეობრივი აქტივობები

ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და რუსეთის ფედერაციის ქვეყნებისთვის ევროპის სოლიდარობის კორპუსის შესაძლებლობების შესახებ.

მოხალისეობა არის საქმიანობა, რომელიც ნებაყოფლობითია, ანაზღაურების გარეშე 12 თვის განმავლობაში. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, რომლითაც, საბოლოოდ ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სარგებელს. როგორც სოლიდარობის ხელშეწყობის ძირითადი მექანიზმი, მოხალისეობა ეხმარება მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადალახვასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას. ის, ასევე, ახალგაზრდებს აძლებს საშუალებას შეიძინონ სასარგებლო უნარები, კომპეტენციები და გამოცდილება მათი პერსონალური, საგანმანათლებლო, სოციალური, სამოქალაქო და პროფესიული განვითარებისთვის, რაც ზრდის მათ დასაქმებას და აქტიურ მოქალაქეობას.

მოხალისეობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირება და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. ის არ მოიცავს ფორმალური განათლებას, პროფესიული განათლებას, ტრენინგსა და საგანგებო რეაგირების საქმიანობას. გარდა ამისა, მოხალისე არ უნდა ჩაერთოს შრომის ბაზრზე.

მოხალისეობის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს მდიდარი გამოცდილების მიღებას არაფორმალურ და ფორმალურ გარე განათლებაში, რომელიც აუმჯობესებს ახალგაზრდების უნარებსა და კომპეტენციებს. მან არ უნდა ჩაანაცვლოს სტაჟირება ან მუშაობა, ასევე მოხდეს წერილობითი შეთანხმება მოხალისეობაზე.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ ღონისძიებებში:

ინდივიდუალური მოხალისეობა ინდივიდუალური მოხალისეობა არის უწყვეტი, არაანაზრაურებადი საქმიანობა 2-დან 12 თვის ვადით. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, რომლითაც, საბოლოოდ ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სარგებელს. გარკვეულ დასაბუთებულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ნაკლები შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობისთვის, შესაძლებელია მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში.

ჯგუფური მოხალისეობა არის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს 10-40 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, სულ ცოტა ორი ქვეყნიდან, 2 კვირიდან 2 თვემდე ვადით. ამგვარი საქმიანობა განსაკუთრებით ხელს უწყობს ნაკლები შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების ჩართულობას ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამაში.სულ ცოტა მეოთხედი მოხალისეების უნდა ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, ეს საქმიანობა სასარგებლოა როგორც ინდივიდებისათვის, ასევე საზოგადოებისთვის.

აქტივობაში ჩართვის სურვილის მქონდე ორგანიზაციებმა უნდა მიიღენ Quality Label.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის გზამკვლევში.

back to top